30 აპრილს, 1, 2 და 3 მაისს თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, პირველი კორპუსის 107-ე აუდიტორიაში ტარდება საერთაშორისო სიმპოზიუმი "გადამწერის შეცდომიდან ახალ ტექსტებამდე: შეიძლება თუ არა შეიცვალოს (წმინდა) წერილი". სიმპოზიუმის მონაწილეები არიან იუდაისტიკის, გვიანანტიკური და ბიზანტიური ფილოლოგიის გამოჩენილი წარმომადგენლები და ახალგაზრდა მეცნიერები: ანა ხარანაული, თამარ ოთხმეზური, კიარა ფარაჯანა დი სარცანა, მაგდა მჭედლიძე, ამნერის როსელი, სარიანა მეტსო, ხულიო ტრებოლე ბარერა, იუჯინ ულრიხი, პეტერ ჯ. ჯენტრი, ემანუელ ტოვი, ანელი ემელიუსი, ანდრეს პიკერ ოტერო, ს. პეტერ კოვი, ნათია მიროტაძე, ჟან-მარი ოვერი, ნათია დუნდუა, კატია კუიანპეე, დრიუ ლოგეიქორი, კრისტიან სეპენენი. მოხსენებების ძირითადი ნაწილი შეეხება ბიბლიის წიგნთა - ორიგინალისა და თარგმანების - ტექსტუალურ მრავალფეროვნებას. ბიბლიის ტექსტის ისტორიის სპეციფიკისა თუ ტიპიურობის წარმოსაჩენად პირველი სხდომა დაეთმობა იმ კონტექსტს, რომლის ფონზეც ხდებოდა წმინდა წერილის ტექსტუალური ფორმების ჩასახვა და განვითარება: ფილოლოგიურ ტრადიციას ბიზანტიასა და რეგიონებში ელინისტური პერიოდიდან მოყოლებული გვიანბიზანტიურ პერიოდამდე.
კონფერენცია ტარდება შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდისა და თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფინანსური მხარდაჭერით.
|