25 სექტემბერსა და 30 სექტემბერს, 17 სთ-ზე, მუდმივმოქმედი სემინარზე "ბიბლიის ფილოლოგია" წარდგენილ იქნა რუსთაველის ფონდის მიერ დაფინანსებული გრანტის (FR/309/2-161/13) - "გელათის კატენებიანი ბიბლია" შუალედურ საანგარიშო მოხსენებები: "კატენური კრებულების ისტორია" - მომხს. ანა ხარანაული "ლევიტელთა, რიცხუთა და მეორე სჯულის წიგნების კომენტარების სტრუქტურა" - მომხს. ანა ხარანაული, ვიქტორია ჯუღელი მოხსენებები წარადგინა დ. მელიქიშვილმა, რომელმაც მოკლედ წარმოაჩინა გელათის სკოლის მნიშვნელობა ქართული მწიგნობრობის, განათლებისა და საღვთისმეტყველო ფილოსოფიური აზრის განვითარებაში, გამოკვეთა გელათის კატენებიანი ბიიბლიის ადგილი გელათის სკოლის ლიტერატურულ მემკვიდრეობაში. მოხსენებაში "კატენური კრებულების ისტორია" ანა ხარანაულმა მიმოიხილა სამეცნიერო ლიტერატურა, რომელიც შეეხება ზოგადად ტექსტისა და, კერძოდ, ბიბლიის კომენტირების ტრადიციას, კომენტარების სახეებსა და კომენტარებიანი ხელნაწერების ფორმალურ მახასიათებლებს. გამოყო ბერძნული კატენური ხელნაწერების ჯგუფები და გაავლო შინაარსობლივი და ფორმალური პარალელები მათსა და ქართულ კატენურ კრებულებს შორის. მოხსენებაში "ლევიტელთა, რიცხუთა და მეორე სჯულის წიგნების კომენტარების სტრუქტურა" (მომხს. ანა ხარანაული, ვიქტორია ჯუღელი) განილულ იქნა ძველი აღთქმის ხუთწინეულის ბოლო სამი წიგნის კომენტარების სტრუქტურა. ბერძნულ-ქართული კატენებიანი კრებულების ურთიერთშედარების საფუძველზე გამოვლენილ იქნა ქართული კრებულის და, შესაბამისად, ქართველი მკითხველის ინტერესი თუ ამ ინტერესის არქონა ცალკეული კომენტატორებისა თუ კომეენტარების ტიპის მიმართ.
|