რამდენჯერ ითარგმნა ბიბლია ქართულად? როდის? სად? რა ენიდან? რომელი ტექსტუალური ტიპიდან? როგორ თარგმნიდნენ - სიტყვასიტყვით? თუ - ამატებდნენ ან აკლებდნენ რამეს?

      რა წყაროებით მოაღწიეს ქართული ბიბლიის ტექსტებმა ჩვენამდე? როგორ ხდებოდა ტექსტების გამრავლება და გავრცელება? როგორ იცვლებოდა ტექსტები შემდგომში (დაწყებული გადამწერების შეცდომებიდან, დამთავრებული განზრახ ცვლილებებით)? ვინ იყვნენ ტექსტის გადამწერები, გამსწორებლები, ხელნაწერთა დამკვეთები?

      რა როლი ჰქონდა ბიბლიის თარგმანებს ქართული ენის ჩამოყალიბებაში - მისი სემანტიკური ველის გაზრდაში, ლექსიკის, სიტყვაწარმოების, გრამატიკული კატეგორიებისა და გრამატიკული კონსტრუქციების შექმნასა და განვითარებაში? რა გავლენა მოახდინეს ამ ტექსტებმა, მისმა მხატვრულმა სახეებმა, სიმბოლოებმა ქართულ ორიგინალურ მწერლობაზე?

       რა მნიშვნელობა აქვს ბიბლიის ქართული თარგმანების კვლევას   ბიბლიის ტექსტუალური კრიტიკისათვის, ლიტერატურული კრიტიკისა და ტექსტის ჰერმენეტიკისათვის, ასევე ბერძნული ლექსიკოლოგიისათვის?   

       ესაა კითხვები, რომელთა პასუხების ძიებისკენ არის მიმართული  ქართული ბიბლიის ფილოლოგიური კვლევები.