ბიბლიის ფილოლოგიური კვლევის ისტორია ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამაარსებლების სახელებთან არის დაკავშრებული. მას შემდეგ ამ კვლევას სვადასხვა ტიპის (იდეოლოგიური, მატერიალური) დაბრკოლებები ეღობებოდა წინ. სწორედ ესაა მიზეზი იმისა, რომ ესოდენ მნიშვნელოვანი წიგნი ქართული კულტურისა დღემდე არაა ჯეროვნად შესწავლილი. იმ ჯგუფის მიზანი, რომელიც თსუ-ში ბიბლიის ქართულ თარგმანებს იკვლევს, პირველ რიგში, ქართული ბიბლიის - წარმომავლობა, ენა, თარგმანის ხასიათი, ტექსტის ისტრია, ბიბლიის ხელნაწერები - პრობლემების აქტუალიზაციაა თავად ქართული ფილოლოგიისა და ზოგადად, ბიბლეისტიკისა თუ შუა საუკუნეების ფილოლოგიის კონტექსტში. ეს კი ქართული ტექსტის მეცნიერული გამოცემისა და ტექსტების სხვადახვა მიმართულებით წარმართული დეტალური და ინტენსიური შესწავლის გარეშე სრულიად შეუძლებელია. |