სემინარი

ქრისტიანული აღმოსავლეთის კვლევების ცენტრი გიწვევთ ალლა ნაგორსკის (ისრაელის სიძველეთა სამმართველო, არქეოლოგი) ლექციაზე

 




სემინარი

18 სექტემბერს, 17 საათზე ქრისტიანული აღმოსავლეთის კვლევების ცენტრი და ბიზანტინისტიკის კათედრა გიწვევთ ერთობლივ  სემინარზე.

 


სემინარი

ორშაბათს, 24 ივნისს, 18 საათზე ევროპის აკადემიის თბილისის ცენტრი და ქრისტიანული აღმოსავლეთის კვლევების ცენტრი გიწვევთ სემინარზე „ლიტერატურული ფორმების მრავალფეროვნება“


დოქტორანტის კოლოკვიუმი

ორშაბათს, 23 ივლისს  გაიმართება სადოქტორო პროგრამის "ქართული ბიბლიის ფილოლოგია" დოქტორანტის, ნათია მიროტაძის, კოლოკვიუმი.

კოლოკვიუმის სათაური: პირველი მეფეთას მოკლე ტექსტი ქართულ ტრადიციაში.

ხელმძღვანელი: ასოც. პროფ. ანა ხარანაული

რეცენზენტი: ნინო მელიქიშვილი

დასაწყისი 11 საათზე

მისამართი: თსუ, VIII კორპუსი, აუდიტორია 216


აკაკი შანიძე

2018 წლის 26 თებერვალს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ენის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი მართავსაკადემიკოს  აკაკი შანიძის ხსოვნისადმი მიძღვნილ საჯარო სხდომას.

დასაწყისი 12 საათზე

მისამართი: ჭავჭავაძის 1, თსუ, I კორპუსი,

(აუდიტორია N212)
რეგლამენტი 15 წუთი

 


მუდმივმოქმედი სემინარი

 ქართული ბიბლიის ფილოლოგიის ჯგუფი გიწვევთ მუდმივმოქმედ სემინარზე. ორშაბათს, 15 იანვარს, 18:00 საათზე, ხელოვნებათმცოდნე ასმათ ოქროპირიძე წაიკითხავს მოხსენებას, სათაურით- "ქრისტიანული ტაძარი და ეროვნული ფორმა" მისამართი: თსუ-ის VII კორპუსი, 413-ე აუდიტორია, ქეთევან წამებულის №55


საერთაშორისო სემინარი

28 სექტემბერს, 12:00 საათზე (თსუ I კორპუსის 212-ე აუდიტორია) თსუ ფილოსოფიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტისა და ანთიმოზ ივერიელის სახელობის ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მოწვევით რეგულარულ საერთაშორისო სემინარზე საჯარო ლექციას წაიკითხავს ჰალე-ვიტენბერგის მარტინ-ლუთერის უნივერსიტეტის პროფესორი კორნელია ჰორნი.


ნაშრომის დაცვა

"ქართული ბიბლიის ფილოლოგიის ჯგუფი" გიწვევთ, პარასკევს, 21 ივლისს, 11 საათზე, სამაგისტრო პროგრამის "შუა საუკუნეების ქრისტიანული აღმოსავლეთის ფილოლოგია" მაგისტრანტ ლიკა აბრალავას სამაგისტრო ნაშრომის დაცვაზე. 
ნაშრომის სათაურია: "სოლომონის სიბრძნის ძველი ქართული თარგმანი (წარმომავლობის, ტექსტის ისტორიისა და თარგმანის საკითხები.)" 
მისამართი: თსუ-ის მე-8 კორპუსი, ქართული ენის კათედრა.


ლუვენ ლა ნევის კათოლიკური უნივერსიტეტის პროფესორის, ბერნარ კულის, მოხსენებები თსუ-ში
2017 წლის 22 და 23 მაისს, 15:00-18:00 სთ-ზე, „ერაზმუს+“-ის ფარგლებში თსუ-ში გაიმართება ლუვენ ლა ნევის კათოლიკური უნივერსიტეტის პროფესორის, ბერნარ კულის, მოხსენებების ციკლი.

შუალედური საანგარიშო მოხსენებები

2017 წლის 24 და 29 მარტს, 18 სთ-ზე, მუდმივმოქმედ სემინარზე "ბიბლიის ფილოლოგია" შედგა რუსთაველის ფონდის მიერ დაფინანსებული საგრანტო პროექტის (FR/309/2-161/13) "გელათის კატენებიანი ბიბლია" შუალედური საანგარიშო მოხსენებები, რომლებიც წარმოადგინეს ანა ხარანაულმა და  ვიქტორია ჯუღელმა:


შუალედური საანგარიშო მოხსენებები

24 და 29 მარტს, მუდმივმოქმედი სემინარის "ბიბლიის ფილოლოგიის" ფარგლებში ჩატარდა რუსთაველის ფონდის მიერ დაფინანსებული საგრანტო პროექტის (FR/309/2-161/13) - "გელათის კატენებიანი ბიბლია" შუალედურ საანგარიშო მოხსენება:
"გელათის ბიბლიის თარგმანის ხასიათი"
"გელათის ბიბლია - ბერძნული პროტოტიპის ძიებაში"
მომხსენებლები: ანა ხარანაული, თანამომხსენებელი - ვიქტორია ჯუღელი


სამეცნიერო კონფერენცია „ივანე იმნაიშვილი - 110"

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ენის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი გიწვევთ პროფესორ ივანე იმნაიშვილის დაბადებიდან 110-ე წლისთავისადმი მიძღვნილ სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად.


მუდმივმოქმედი სემინარი

პარასკევს, 9 დეკემბერს, 18:00 საათზე, ბიბლიის ფილოლოგიის ჯგუფი გიწვევთ მუდმივმოქმედ სემინარზე.


შუალედური საანგარიშო მოხსენებები