2018 წლის 26 თებერვალს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ენის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი მართავს აკადემიკოს  აკაკი შანიძის ხსოვნისადმი მიძღვნილ საჯარო სხდომას.

დასაწყისი 12 საათზე

მისამართი: ჭავჭავაძის 1, თსუ, I კორპუსი,

(აუდიტორია N212)
რეგლამენტი 15 წუთი

დღის  წესრიგი

1. მზ. შანიძე - ეფრემ მცირის ფსალმუნთა თარგმანების შესავლის ერთი ადგილის გაგებისათვის
2. გ. გოგოლაშვილი - აკაკი შანიძე 1930 წლის სამსჯავროზე
3. ს. ომიაძე აკაკი შანიძის ლინგვოპრაგმატიკული შენიშვნები
4. დ. მელიქიშვილი - აქტივისა და პასივის ურთიერთმიმართებისათვის ქართული მრავალპირიანი ზმნის ჩვენების მიხედვით
5. ლ. ციხელაშვილი - ორხელმძღვანელიანი კაუზატივები ქართულ ენაში
6. ნ. დობორჯგინიძე - როგორ მუშავდებოდა უნივერსიტეტის იდეა
7. ნ. შარაშენიძე - მოდალური ფორმების ასახვა ქართული ენის განმარტებით ლექსიკონებში 
8. დ. თვალთვაძე, ე. ლურსმანაშვილი, შ. პაპავა - აკაკი შანიძე ციფრულ ეპოქაში (სტუდენტური პროექტის „აკაკი შანიძის ციფრული ბიბლიოთეკა და ტექსტკორპუსი“ ანგარიში და პროექტის ფარგლებში შექმნილი ვებგვერდისა და ტექსტკორპუსის წარდგენა)
9. ა. ხარანაული, ნ. მიროტაძე, ლ. აბრალავა, ლ. ვაშაყმაძე, თ. მაგრაქველიძე, თ. ჯიქურაშვილი - ბიბლიის ფაუნა ხუთწიგნეულის მიხედვით (ლექსიკონი) (წინასწარი ანგარიში)

სტუდენტური სექცია

1. მ. აბესაძე, ნ. აკოლაშვილი, ს. გაბისონია - 2017  წლის ლინგვისტური ექსპედიციის ანგარიში (სამეგრელო) - ხელმძღვანელი ასოც. პროფ. მ. ლომია
2. ა. კიკილაშვილი, თ. თოდუა, ნ. ჩეგიანი - 2017 წლის ლინგვისტური ექსპედიციის ანგარიში (სვანეთი) - ხელმძღვანელი ასოც. პროფ. ქ. მარგიანი
3. ლ. კუკავა, ე. ლურსმანაშვილი, ს. ჭანტურია - დაკვირვებანი ლინგვისტური ექსპედიციის მასალებზე სამეტყველო კოდების შერევის თვალსაზრისით - ხელმძღვანელი ასოც. პროფ. მ. ლომია
4. ა. ბაქრაძე, ა. პაპუაშვილი - ორმაგი ბრუნების საკითხი თანამედროვე სვანთა მეტყველებაში - ხელმძღვანელი ასოც. პროფ. ქ. მარგიანი
5. ლ. აბრალავა, ლ. ვაშაყმაძე, ე. კვირკველია, ნ. მიროტაძე, ნ. დუნდუა, ც. გულედანი, თ. მაგრაქველიძე, თ. ჯიქურაშვილი - „მატენადარანის ქართულ ხელნაწერთა ფრაგმენტების კოლექციაში დაცული ბიბლიის XIII საუკუნის კოდექსი (ექსპედიციის ანგარიში)“ - ხელმძღვანელი ასოც. პროფ. ა. ხარანაული