ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ენის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი გიწვევთ პროფესორ ივანე იმნაიშვილის დაბადებიდან 110-ე წლისთავისადმი მიძღვნილ სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად.
 
მოხსენებები დაკავშირებული უნდა იყოს ივ. იმნაიშვილის საკვლევ თემებთან: ძვ. ქართული ენის გრამატიკის, ენის ისტორიის, ძვ. ქართული ენის სტილისტიკის, ბიბლიის ფილოლოგიისა და ტექსტოლოგიის პრობლემებთან.
 
კონფერენცია ჩატარდება 2017 წლის 12-13 იანვარს.  

კონფერენცია გაიხსნება 2017 წლის 12 იანვარს,  16:00 საათზე. 

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. N 1, თსუ პირველი კორპუსი. 

კონფერენციის სამუშაო ენა - ქართული.
 
საკონტაქტო პირი: ანა ხარანაული, kharanauli@yahoo.de