ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმიფო უნივერსიტეტში, ივანე ჯავახიშვილის იუბილისადმი მიძღვნილი სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა. კონფერენცია დაყოფილი იყო რამდენიმე სექტორად და გამოირჩეოდა თემატიკის მრავალფეროვნებით. კონფერენციაზე მოხსენებები წარადგინა ბიბლიის ფილოლოგიის ჯგუფის  სამმა წევრმაც -  თამარ მაგრაქველიძემ, თინათინ ჯიქურაშვილმა და ანა მაისურაძემ.