22-23 სექტემბერს გელათის მეცნიერებათა აკადემიაში ყოველწლიური სამეციერო კონფერენცია გაიმართა. წლევანდელი კონფერენცია გამორჩეული იყო იმით, რომ მოხსენებები აკადემიკოსებთან ერთად მაგისტრანტებმა და დოქტორანტებმაც წაიკითხეს. მომხსენებელთა შორის იყვნენ ბიბლიის ფილოლოგიის ჯგუფის წევრებიც (აკად. ანა ხარანაული - ბიბლიის ქართული თარგმანი და ბიბლიის ტექსტის განვითარების საფეხურები; ნათია დუნდუა - „ეკლესიასტეს“ ძველი ქართული თარგმანის ტექსტუალური ღირებულება; თამარ მაგრაქველიძე - ბერძნული διδωμι, τιθημι, αιρετιζω, παρατασσω ზმნებით შედგენილი იდიომები მცირე წინასწარმეტყველთა წიგნების ძველ ქართულ თარგმანში; ლალი ვაშაყმაძე - მცხეთური ბიბილიის წყარო - ვოსკანის ბიბლია თუ ვულგატა - (ივდითის წიგნის მაგალითზე). კონფერენცია თემათა მრავალფეროვნებითაც გამოირჩეოდა. მოხსენებები დაიბეჭდება გელათის მეცნიერებათა აკადემიის ჟურნალში. კონფერენციის შესახებ ინფორმაცია ასევე შეგიძლიათ იხილოთ გელათის აკადემიის ვებ.გვერდზე.
|