2018 წლის 21-25 მაისს, თბილისში, ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ჰელსინკის უნივერსიტეტის თეოლოგიის ფაკლტეტთან არსებული ექსელენს ცენტრის – ცვლილებები წმინდა ტექსტებსა და ტრადიციებში (cstt – Changes in Sacred Texts and Traditions) – ორგანიზებით გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია: გლობალური და ლოკალური ცვლილებები გვიან მეორე ტაძრის პერიოდში (Global and Local Transitions in the Late Second Temple Period). კონფერენცია ეწყობა ექსელენს ჯგუფისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით. ექსელენს ჯგუფის წევრები მონაწილეობას იღებდნენ 2015 წლის მაისში ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, უნივერსიტეტისა და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამართულ სიმპოზიუმში: "გადამწერის შეცდომიდან ახალ ტექსტებამდე: შეიძლება თუ არა შეიცვალოს (წმინდა) წერილი". კონფერენციის პროგრამა შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე. |